თვალის კრემი
აღწერა
კანი თვალის ირგვლივ დაახლოებით ათჯერ უფრო თხელი და სათუთია, ვიდრე სახის სხვა ადგილებში, ამიტომაც იგი უფრო გულისხმიერ მოვლას საჭიროებს.
თვალის კრემი კოლხური მშრალი და ნორმალური კანისთვის მისი რეგულარულადგამოყენებისას უზრუნველყოფს:
-    UV სხივებისგან თვალის ირგვლივ კანის დაცვას და დატენიანებას მთელი დღის მანძილზე;
-    უჯრედების რეგენერაციის პროცესის დაჩქარებას, რაც განაპირობებს თვალის ირგვლივ მიმიკური ნაოჭების ზომის შემცირებას, კანის გაახალგაზრდავებას და ახალი ნაოჭების წარმოქმნის შეფერხებას;
-    ნივთიერებათა ცვლის და ენერგეტიკული ბალანსის დარეგულირებას უჯრედოვან დონეზე.
კანში შემავალი ახალი ინოვაციური მცენარეული ექსტრაქტების კომპოზიცია უბრუნებს თვალის ირგვლივ კანს ბუნებრივ ჯანმრთელ ფერს და იგი მკვრივი, ხავერდოვანი და ელასტიური ხდება.
მოხმარების წესი: თვალის ირგვლივ გამწმენდილ სუფთა კანზე დღეში ერთხელ(დილით) ან ორჯერ (დილით და საღამოს) წრიული მოძრაობით დაიტანეთ კრემის თხელი ფენა.
კრემი წარმოადგენს კარგ საფუძველს მაკიაჟისთვის.
ინახება მშრალ, გრილ ადგილას.
კრემი არ შეიცავს პარაბენებს, მინერალურ ზეთებსა და სილიკონებს.
დამზადებულია გერმანიაში.
INCI: Aqua, Squalane, C14-22 Alcohol, C12-20 Alkyl Glucoside, Glycerin, Extractum Achileae, Urea, Extractum Quercus Robur, Caprylic/Capric Triglyceride, Sunflower Seed Oil Glyceride, Extractum Hyperici, Alcohol, Cetearyl Alcohol, Butyrospermum Parkii, Ascorbyl Palmitate, Phenoxyethanol, Carthamus Tinctorius Seed Oil, Tocopherol, Extractum Oleum Eucalypti, Phosphatidylcholine, CeraFlava, Extractum Crataegi, Polysorbate, Lecithin, Extractum Meliloti, Sodium Hyaluronate, Ubiquinone, Extractum Urticae, Ethylhexylglycerin, Soy Acid, Extractum Hyppocastani, Parfum, Limonene.
კაიროს ქ.#4, 0137 თბილისი
www.kolkhuri.ge