კოლხური მალამო
აღწერა
რატომ უნდა იყოს კოლხური მალამო თქვენი საოჯახო აფთიაქის განუყოფელი ნაწილი?

კოლხური მალამო ფირმა კარდუს სავიზიტო ბარათია. მოყვითალო-მომწვანო ფერის სასიამოვნო სურნელის მალამო გახლავთ უნივერსალური პრეპარატი და გამოირჩევა მოქმედების ფართო სპექტრით. სხვადასხვა დაზიანების მიღებისას მისი დროული გამოყენება გაცილებით აჩქარებს მკურნალობის ეფექტს.

როგორი მოქმედება გააჩნია კოლხურ მალამოს?

კოლხურ მალამოს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, იგი ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციას, აუმჯობესებს ადგილობრივ მიკროცირკულაციას და გააჩნია იმუნომასტიმულირებელი მოქმედება. დადებითად მოქმედებს კანის ნივთიერებათა ცვლაზე და აჩქარებს შეხორცების პროცესს. უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები არ არის დადგენილი.

რომელი მცენარეული ექსტრაქტები და ზეთები შედის მის შემადგენლობაში?

კოლხური მალამო დამზადებულია შემდეგი სამკურნალო მცენარეული ექსტრაქტებისა და ზეთისგან: კუნელის ნაყენი, ბელადონას სქელი ექსტრაქტი, ევკალიპტის ზეთი, ჭინჭრის თხევადი ექსტრაქტი, კრაზანას ნაყენი, ძიძოს ნაყენი, ფარსმანდუკის ნაყენი, ცხენისწაბლას ნაყენი, მუხის ქერის ნაყენი.

როგორ გამოიყენებაკოლხური მალამო?
გამოყენების წესი:
ოსტეოქონდროზის, რაიკულიტის, რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, ნევრიტების, ართრიტების, ართრალგიისა და მიალგიის დროს შეიზელენ 3-ჯერ 5 წუთის განმავლობაში;
ოპერაციის შემდგომი ან ნაკვეთი ჭრილობის შემთხვევაში მალამოს დაიტანენ ჭრილობაზე 2-3ჯერ დღეში;
დამწვრობის მკურნალობისას მალამოს თხელ ფენად დაიტანენ დაზიანებულ უბნებზე; ბუასილის შემთხვევაში მალამოს თხელ ფენას დაიტანენ კვანძებზე 3 ჯერ დღეში. მკურნალობისკურსი გრძელდება 7-14 დღე.
პროსტატიტის დროს მკურნალობას ატარებს ექიმი უროლოგი;
საშვილოსნოს ყელის ეროზიების შემთხვევაში მკურნალობა მიმდინარეობს მალამოიანი ტამპონით.
ტროფიკული წყლულის დროს მალამოს დაიტანენ დაზიანებულ უბნებზე ყოველდღიურად სრულ შეხორცებამდე;
ფურუნკულოზის დასხვა ადგილობრივი ანთებითი პროცესების დროს მალამო საჭორია დავიტანოთ დაზიანებულ უბანზე 2-3 ჯერ დღეში.

შენახვის წესი: მალამო ინახება სინათლისგან დაცულ, გრილ ადგილას.
შეფუთვა: 25.0 გ. ტუბებში
შენახვის ვადა: 2 წელი.

კაიროს ქ.#4, 0137 თბილისი
www.kolkhuri.ge