ჩვენ შესახებ

სამედიცინო ფირმა კარდუ დაარსდა 1994 წელს მწერლისა და საზოგადო მოღვაწის  - ვ. დარსანიას მიერ. პროფესიით ტექნოლოგი და ფილოლოგი, 70 იანი წლების მეორე ნახევრიდან აქტიურად მოღვაწეობდა ფიტოტერაპიაში და ჰომეოპატიაში. კოლხური მალამოს შექმნას მან რამოდენიმე წელი (1975-1978) მოანდომა. კომპანიის დაარსების დღიდან მის პრიორიტეტს წარმოადგენს ნატურალურ ნედლეულზე დამზადებული ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებების წარმოება.

კოლხური მალამოს აქტიური სუბსტანცია ისეთი მცენარეული ექსტრაქტებისგან შედგება, რომელიც განაპირობებს მის უნივერსალურ მოქმედებას.

ჩვენი ნატურალური კანის მოვლის საშუალებები კი წარმოადგენენ ბუნებრივი ანტიოქსიდანტების, თქვენი კანისათვის აუცილებელი მინერალებისა,  მიკროელემენტების და სხვა ბევრი სასარგებლო ნივთიერების ერთობლიობას.
რა თქმა უნდა ეს საშუალებები თავისუფალია პარაბენების, სილიკონების, ქიმიურ სტაბილიზატორების, საღებავებისა და სხვა მავნე კომპონენტბისაგან. 
კაიროს ქ.#4, 0137 თბილისი
www.kolkhuri.ge